Wednesday, December 24, 2008

1.

პროექტის სახელი: ცხვირი
2.

პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვების თვალით დანახული ცხვირი.
3.

პროექტის სრული აღწერა: ცხვირი არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო. ცხვირის საშუალებით ადამიანი იღებს სუფთა და თბილ ჰაერს. ცხვირის ფუნქციაა გაფილტროს და გაათბოს ჰაერი.ყველა ადამიანს სხვადასხვა ფორმის ცხვირი აქვს. ცხვირი გარეგნულად ზოგჯერ ალამაზებს ადამიანს და ზოგჯერ ცვლის სიმეტრიას. შეიძლება ცხვირის ფორმის შეცვლა. ზღაპრის გმირებში ცხვირების კარიკატურების გაკეთება. სხვადასხვა კულტურებში ცხვირის კარიკატურა სხვადასხვანაირად გამოისახება. ეს პროექტი განავითარებს ცხვირის ფორმის დამოკიდებულებას ადამიანის ხასიათთან. სხვადასხვა ეროვნებაში საინტერესოა ცხვირის გალერეების შექმნა. ცხვირის როგორც გეომეტრიული ფიგურის განხილვა.
4.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-15 წ. III-VIIკლ.
5.

ვადები/ხანგრძლივობა: 17 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში გამომეხმაურეთ.
6.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ცხვირების გალერეა, სუნით სხვადასხვა საგნების ამოცნობა, ცხვირის კარიკატურების გაკეთება, სასაცილო ცხვირების მქონე სათამაშოების გამოძერწვა, ცხვირზე ლექსების შეთხზვა, ცხვირზე ჩანახატების დაწერა, ცხვირი როგორც გეომეტრიული ფიგურა, ზღაპრების გაფორმება.
7.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ცხვირის მოვლის და დანიშნულების პლაკატი, გალერეა.
8.

სარგებლობა სხვებისთვის: პლაკატებით ისარგებლებს ბიოლოგიის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, გალერეას დაათვალიერებს ნებისმიერი მსურველი.
9.

სამუშაო ენა: ქართული ენა
10.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, ქართულთან.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ; ხობის 1ხეთის საჯარო ნოჯიხევის საჯარო
12.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლილი მირგატია, ავტორები : ლილი მირგატია, პავლე თვალიაშვილი.
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: Lilimirgatia1@gmail.com,

14.როექტის ფორუმი: http://foro.iearn.org
15.
როექტის ბლოგი: http://simetriaokroskveta.blogspot.com/

Tuesday, December 23, 2008